ტროპიკულ შტორმს 15 ადამიანი ემსხვერპლა

ელ-სალვადორის ტერიტორიაზე ტროპიკულ ქარიშხლს, სახელად "ამანდას" 15 ადამიანი ემსხვერპლა. 7 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. 

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ქარიშხალმა ასობით საცხოვრებელი კორპუსი დააზიანა და მატერიალური ზიანი თითქმის 19.000 ოჯახს მიაყენა.

ქვეყნის მასშტაბით, კვლავ ამინდის საშიშროების მაქსიმალური - "წითელი" დონე ფიქსირდება. ქარიშხლის გამოწვეული ზიანის შეფასება გრძელდება.