ტროპიკული შტორმი "კატია" მექსიკის სანაპიროს უახლოვდება

ტროპიკული შტორმი "კატია"  აღმოსავლეთ წყნარ ოკეანეში, მექსიკის სანაპიროდან შორს ჩამოყალიბდა. სინოპტიკოსთა თქმით, რეგიონისთვის ეს სეზონის პირველი ქარიშხალია.

შტორმი მექსიკის სამხრეთ -აღმოსავლეთით, დაახლოებით, 535 მილის მოშორებით დაფიქსირდა. ტალღების სიმძლავრე 40 კმ/სთ შეადგენდა და ის დასავლეთით 13კმ/სთ სიჩქარით მიემართებოდა. 

სინოპტიკოსების თქმით, ქარიშხლის სიმძლავრე კიდევ გაიზრდება, სანამ წყნარი ოკეანისკენ გაემართება.