ტროპიკული შტორმი "მატმო“ ვიეტნამს უახლოვდება

სამხრეთ ჩინეთის ზღვაზე, ფილიპინებში ძლიერი წვიმის შემდეგ, შტორმი „მატმო“ წარმოიქმნა, რომელიც ვიეტნამისკენ მიემართება.

ქარიშხალი გზადაგზა უფრო ძლიერდება. იმ დროს, როდესაც ის ვიეტნამს მიაღწევს, ქარის სიმძლავრე 90კმ/სთ იქნება. მოსალოდნელია, რომ ღამით შტორმი ნიაჩანგის სანაპიროს შეუტევს, შემდეგ კი ქვეყნის სიღრმისკენ გადაინაცვლებს და თანდათან შესუსტდება.

ამ დროისთვის ვიეტნამში, კუინიონის სანაპიროზე ძლიერად წვიმს, რასაც სავარაუდოდ ძლიერი წყალდიდობა მოჰყვება.