ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში 50 ადამიანი მოკლეს

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ქალაქ ბრიაში, სათემოებს შორის დაპირისპირების შედეგად, 50 ადამიანი დაიღუპა.

დაპირისპირება 24 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. შეიარაღებულ პირების შეჩერება პოლიციამ სცადა. დაპირისპირების შემდეგ ქალაქში გაერო-ს სამშვიდობოები პატრულირებენ.