ცენტრალური ამერიკის 4 ქვეყანა ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

ცენტრალური ამერიკის 4 ქვეყანა - ჰონდურასი, გვატემალა, ნიკარაგუა და სალვადორი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

ჰონდურასის ეროვნული ენერგეტიკული კომპანიის განცხადებით, მასშტაბური გათიშვა ნიკარაგუას ტერიტორიაზე მომხდარმა ავარიამ გამოიწვია.

ამჟამად აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.