ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის შესახებ ინფორმაცია უსაფუძვლოა - აზერბაიჯანული მხარე

გავრცელებულ ინფორმაციას, აზერბაიჯანული არმიის ქვედანაყოფების მიერ არაზდაიენის მიმართულებით ცეცხლის გახსნის შესახებ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო უსაფუძვლოს უწოდებს.

"გაცნობებთ, რომ აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფებს ცეცხლი არ გაუხსნიათ", - აცხადებს აზერბაიჯანული მხარე.