ტრამპმა ჰელოუინზე ბავშვებს თეთრ სახლში ტკბილეულით უმასპინძლა - VIDEO

ჰელოუინის დღესასწაული ამერიკის შეერთებულ შტატებში თეთრ სახლშიც აღნიშნეს. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირველ ლედისთან, მელანია ტრამპთან ერთად სამხედროების ოჯახებსა და სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა.

ჰელოუინის განწყობის შესაქმნელად Air Force Strolling Strings-მა მაიკლ ჯექსონის სიმღერები და საუნდტრეკი ფილმიდან „ადამსების ოჯახი“ შეასრულა.

თეთრი სახლში ჰელოუინის განწყობის შექმნაში სხვადასხვაა უწყება მონაწილეობდა, მათ შორის უსაფრთხოების სამსახური, რომელმაც პრეზიდენტის ცნობილი ლიმუზინი „მხეცი“ წარმოადგინა. NASA-ს წარმოდგენილი ჰქონდა კოსტიუმი, რომლითაც ასტრონავტები ღია კოსმოსში გადიან.

საზეიმო კოსტიუმებში გამოწყობილ ბავშვებს ტკბილეული თავად პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაურიგა.