ჩინეთმა 16 კატეგორიის პროდუქტი აშშ-დან საბაჟო გადასახადისგან გაათავისუფლა

ჩინეთმა 16 კატეგორიის პროდუქტი აშშ-დან საბაჟო გადასახადისგან გაათავისუფლა. ჩამონათვალში მედიკამენტები, პესტიციდები და ლუბრიკანტები, ასევე სოიოს მარცვლები, ღორის ხორცი და სიმინდი მოხვდა.

ახალი რეგულაციები 17 სექტემბრიდან ამოქმედდება.

ჩინეთის სახელმწიფო კომიტეტი საბაჟო ტარიფების საკითხებში პროდუქციის ახალ სიებზეც მუშაობს. საბაჟო გადასახადისგან უახლოეს მომავალში კიდევ რამდენიმე კატეგორია გათავისუფლდება.