ციკლონმა ბანგლადეშში ექვსი ადამიანი შეიწირა

ბანგლადეშს გასულ ღამით ციკლონი ბულბული დაატყდა თავს. მიუხედავად გამოცხადებული ევაკუაციისა, სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაღუპულია ექვსი ადამიანი, 36 მეთევზეს კი ამ დრომდე ეძებენ. ვრცელდება ცნობები 30 დაშავებულის შესახებ. ქვეყნის მასშტაბით 6000 სახლი ნაწილობრივ დაზიანებული ან დანგრეულია.

მეთევსეების ორი გემი არ დაბრუნებულა სანაპიროზე. ბორტის წევრებთან დაკავშირება ვერ ხერხდება. 2 მილიონი ევაკუირებული ადამიანი დროებით თავშესაფარშია გადაყვანილი.

ჰაერის მასები ბანგლადეშში 100-დან 120 კმ/სთ-მდე სიჩქარით გადაადგილდება.