ციურიხში აქტივისტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს

შვეიცარიაში, ქალაქ ციურიხში პოლიციამ ფემინისტების მიერ ორგანიზებული ანტისამთავრობო აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ამასთან, სამართალდამცავებმა ორი ქალი აქტივისტი დააკავეს.

ადგილობრივი მედია აღნიშნავს, რომ სამართალდამცავებმა ცრემლსადენი გაზი აქტივისტები წინააღმდეგ არაერთხელ გამოიყენეს. 

თავის მხრივ, ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აქცია წინასწარ შეთანხმებული არ ყოფილა და იგი პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების დარღვევით წარიმართა. 

აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ სამართალდამცავს უკბინა, რის გამოც ის და აქციის კიდევ ერთი მონაწილე დააკავეს.