ცივილიზაცია დაეცემა, დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები - ილონ მასკი

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ილონ მასკი თვლის, რომ შობადობის სწრაფად კლებამ, შესაძლოა, ცივილიზაციის გადაშენება გამოიწვიოს. ამის შესახებ გამოცემა Business Insider წერს.

მისი თქმით, ეს იმითაც არის განპირობებული, რომ კლიმატის ცვლილებისა და მზარდი ეკონომიკური უთანასწორობის გამო ადამიანებს სულ უფრო მეტად ეშინიათ ბავშვების გაჩენის.

”ბევრი ადამიანი, მათ შორის ჭკვიანი ადამიანები, ფიქრობენ, რომ მსოფლიოში ძალიან ბევრი მაცხოვრებელია, რომ მოსახლეობა კონტროლიდან გამოდის. მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი სრულიად საპირისპიროდაა. გთხოვთ გადახედოთ ციფრებს: თუ ადამიანებს მეტი შვილი არ ეყოლათ, ცივილიზაცია დაეცემა, დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები“, - აცხადებს მასკი.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უშვილობის მიზეზი ყველაზე ხშირად ორი მიზეზია: კლიმატის ცვლილება და მზარდი ეკონომიკური უთანასწორობა.

ცნობისთვის, თავად მასკს ექვსი შვილი ჰყავს.