ცხიმიანი საკვები ინსულტის რისკს ზრდის - მეცნიერები

ჩინელმა მეცნიერებმა ცხიმიანი საკვების მიღების საშიშროებაზე ისაუბრეს. მათი თქმით, შემწვარი საკვები გულ-სისხლძარღვთა სერიოზული დაავადებებისა და ინსულტის რისკს ზრდის.

მეცნიერებმა 19 კვლევის შედეგები განიხილეს, სადაც 562,4 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. მათზე დაკვირვება 9 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამ დროის განმავლობაში გამოვლენილია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების 36,7 ათასი შემთხვევა, როგორიცაა გულის შეტევა ან ინსულტი.

მკვლევარებმა დაადგინეს მკაფიო წრფივი კავშირი მოხმარებული შემწვარი საკვების რაოდენობასა და გულსისხლძარღვთა სერიოზულ დაავადებებს შორის, როგორიცაა გულის კორონარული დაავადება და გულის უკმარისობა. აღმოჩნდა, რომ რისკები კვირაში 114 გრამი შემწვარი საკვების მიღების შემდეგ იზრდება.