წმინდა პეტრეს ბაზილიკაში მისულებს ტემპერატურს გაუზომავენ

ვატიკანი ინფორმაციას ავრცელებს, რომ ადამიანები წირვებზე დასწრებას, წმინდა პეტრესა და რომში მდებარე სხვა ეკლესიებში, მხოლოდ ტემპერატურის გასაზომი პროცედურის გავლის შემდეგ შეძლებენ. 

როდის ამოქმედდება ახალი ზომები, ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა ორშაბათს ძალაში შედის დოკუმენტი, რომელიც ეკლესიაში მიმდინარე პროცესების წარმართვას მხოლოდ იმ უფლებით რთავს ნებას, თუ კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ საჭირო ზომები მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული. მას ხელი იტალიის ეპისკოპოსებმა და მთავრობამ მოაწერეს.

 იტალიაში ეკლესიებისთვის განკუთვნილი ახალი წესები დისტანცირებას და ნიღბების ტარებას მოიცავს, მაგრამ ის თერმულ სკანირებას არ ითვალისწინებს, რაც ნიშნავს, რომ პაპის ბაზილიკებს კიდევ უფრო მკაცრი წესები ექნებათ. 

ვატიკანის სპიკერმა, მატეო ბრუნიმ განაცხადა, რომ თერმულ ტემპერატურის სკანირებას კვირაობით და რელიგიური დღესასწაულების დღეებში გამოიყენებენ. მისი თქმით, ადამიანების მაქსიმალურ რაოდენობას თითოეული ბაზილიკის ოფიციალური პირები თავად გადაწყვეტენ, რათა ტერიტორიაზე დისტანციის ნორმები იქნეს გათვალისწინებული, ხოლო ამ პროცესს ვატიკანის პოლიცია, იტალიის პოლიცია და მოხალისეები გააკონტროლებენ. 

რომის პაპი ფრანცისკე წმინდა პეტრეს ეკლესიაში წირვას ორშაბათს ჩაატარებს. იქ წმინდა იოანე პავლეა მეორეა დაკრძალული და პაპი ფრანცისკე მისი დაბადების 100 წლის თავს პატივს მიაგებს. მასზე დასწრების მსურველები კი, წირვის ნახვასა და მოსმენას ისევ ონლაინ რეჟიმში შეძლებენ.