ცნობილ ტელეწამყვანს მატარებლის მგზავრმა სასტიკად სცემა

ცნობილი უკრაინელ ტელეწამყვანს, ანასტასია ლუგოვას მატარებლის მგზავრმა მცირეწლოვანი შვილის თვალწინ სასტიკად სცემა და მისი გაუპატიურება სცადა. 

დედა-შვილი მარიუპოლიდან კიევში მიემგზავრებოდა, რა დროსაც ინციდენტი მოხდა. მომხადრის დეტალები ტელეწამყვანმა საკუთარ Instagram-ზე გამოაქვეყნა. 

,,იმ ღამით მატარებლის კუპეში შიშველი მამაკაცი შემოვიდა, ჩემმა შვილმა გაიღვიძა და ყვირილი დაიწყო, დედას არ დაარტყაო, რა დროსაც თავდამსხმელი მცირეწლოვანი ბავშვის საცემად გაიწია, თუმცა, მე მისი შეჩერება შევძელი. მას ძალიან შეეშინდა", - წერს დაზარალებული.

ტელეწამყვანს სახეზე ცემის შედეგად ძლიერი სისხლჩაქცევები და ყბის მოტეხილობა აღინიშნება. როგორც ცნობილია, თავდამსხმელი დაკავებულია და აღნიშნულ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.