ცნობილია იზმირი-სტამბოლის რეისის ავარიის მიზეზი - VIDEO

ცნობილი გახდა მიზეზი, რის გამოც სტამბოლში, საბიჰა გოქჩენის სახელობის აეროპორტში დაშვებისას ავიაკომპანია Pegasus-ის თვითმფრინავი დასაშვები ბილიკიდან გადავიდა და დაიმტვრა. თვითმფრონავი იზმირი-სტამბულის რეისს ასრულებდა.

თვითმფრინავმა მძიმე დაშვება ცუდი ამინდის, კერძოდ, ძლიერი ქარისა და წვიმის გამო, განახორციელა,- განაცხადა NTV -ის ეთერში სტამბოლის გუბერნატორმა, ალი ერლიქაიამ.

მისივე ინფორმაციით, ინციდენტის დროს, ბორტზე 177 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა.139 ადამიანი საავადმყოფოშია სტამბოლის 18 საავადმყოფოშია გადაყვანილი. დაღუპულები არ არიან.