ცნობილი მსახიობები "ჰარი პოტერს" წაგვიკითხავენ

ჰოლივუდის ცნობილი მსახიობები ეპიდემიის ფონზე ახალი თაობის განწყობაზე იზრუნებენ და მათ საყვარელ ნაწარმოებს, "ჰარი პოტერს" წაიკითხავენ.

აღნიშნული კამპანია თავად წიგნის ავტორის,  ჯოან როულინგის წამოწყებაა. 

მსოფლიო ბესტსელერის პირველი წიგნის - "ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვის" პირველი თავი, "ბიჭი რომელიც გადარჩა" მთავარი როლის შემსულებელმა, დენიელ რედკლიფმა წაიკითხა.

ახალი ვიდეობი ყოველკვირეულად გამოქვეყნდება და ნებისმიერი მსურველისთვის www.harrypotterathome.com-ზე იქნება ხელმისაწვდომი.

ვიდეოს სრულად ნახვას საიტზე შეძლებთ.