ცნობილი მსახიობი არასრულწლოვანს პორნოგრაფიული ვიდეოს ჩაწერას აიძულებდა

აშშ-ის ჩიკაგოს შტატის ხელისუფლებამ Netflix-ის დოკუმენტური სერიალის "Cheer" ვარსკვლავი ჯერი ჰარისი დააკავეს. მას ადანაშაულებენ იმაში, რომ პორნოგრაფიულ მასალაში არასრულწლოვან ბიჭს იძულებით მიაღებინა მონაწილეობა.

სარჩელში აღნიშნულია, რომ 21 წლის ჰარისი ბიჭს სოციალურ ქსელებში ეკონტაქტებოდა და სექსუალური ხასიათის ვიდეოს გადაღებას და გაგზავნას სთხოვდა. ბიჭმა ჰარისს თავიდანვე აცნობა, რომ 13 წლისაა.

ამჟამად მსახიობი დაკავებულია. მას ბრალი უკვე წაუყენეს. მომავალ ორშაბათს სასამართლო მოსმენა ჩაინიშნა. ჯერი ჰარისს 15-დან 30 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

სურათზე: ჯერი ჰარისი.