ცნობილია, რამდენი აქვთ NASA-ს ასტრონავტებს ხელფასი

NASA-ს სამოქალაქო ასტრონავტების მინიმალური ხელფასი წელიწადში 66 829 აშშ დოლარს შეადგენს. ეს კი თვეში 5 569 აშშ დოლარია.

დადგენილი საბაზისო სახელფასო შკალის მიხედვით, ეს ხელფასი შეესაბამება GS-12 კლასის ასტრონავტებს, რომელთა გამოცდილება ჯერ პირველ საფეხურზეა. 

რამდენიმე წლის უნაკლო მუშაობის შემდეგ, GS-12 კლასის ასტრონავტს, გამოცდილების მე-10  საფეხურზე ხელფასი 7,240 დოლარამდე ეზრდება.

აღსანიშნავია, რომ ასტრონავტები მხოლოდ GS-12 კლასით არ განისაზღვრებიან. მათ შეუძლიათ მიაღწიონ მაქსიმალურ, GS-15 დონეს, მე-10 ხარისხის გამოცდილებით.  ამ შემთხვევაში ანაზღაურება თვეში 11 966 დოლარი იქნება.