ცნობილია სამოქალაქო ეკიპაჟის ვინაობა, რომელიც პირველად გაფრინდება კოსმოსში

კომპანია SpaceX-მა სამოქალაქო ეკიპაჟის ვინაობა გაამხილა, რომელიც პირველად გაფრინდება კოსმოსში. ორბიტაზე ბიზნესმენი ჯარედ აიზეკმანი, BBC USA-ის ვეტერანი კრის სემბროსკი, ენტერპრენაუერი და პედაგოგი სიან პროქტორი და ექიმის ასისტენტი ჰეილი არსენო გაემგაზვრებიან. 

ეკიპაჟი კოსმოსში 2021 წლის შემოდგომაზე ხომალდ Crew Dragon-ით გაფრინდება. მისია 3 დღეს გაგრძელდება. 

ყველა კანდიდატი გაფრენამდე ინტენსიურ სწავლებას გაივლის. ხომალდის კაპიტანი თავად მილიარდერი ჯარედ აიზეკმანი იქნება, რომელიც თავად დაფარავს მისიის ხარჯებს. 

რაც შეეხება დანარჩენ ასტრონავტებს, ისინი შემთხვევითობის პრინციპით შეარჩიეს.