ცნობილია, ვინ იქნება გერმანიის კანცლერობის კანდიდატი

გერმანიის კანდლერობის კანდიდატი ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირისა და ქრისტიანულ-სოციალური კავშირისგან არმინ ლაშეტი იქნება. მის კანდიდატურას ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის პრეზიდიუმმა და მმართველობამ ხმათა უმრავლესობით დაუჭირა მხარი. ამის შესახებ ქრისტიანულ-სოციალური კავშირის გენერალურმა მდივანმა, პაულ ციმიაკმა განაცხადა.

ამასთან, გერმანული მედია წერს, რომ ქრისტიანულ-სოციალურმა კავშირმა საბოლოო პოზიცია ჯერ არ დააფიქსირა.

ბუნდესტაგის არჩევნები 26 სექტემბერს გაიმართება.

მოქმედი კანცლერი, ანგელა მერკელი, რომელიც გერმანიის მთავრობას უკვე 15 წელია ხელმძღვანელობს, აცხადებს, რომ საკუთარი კანდიდატურის წამოყენებას არ აპირებს.