ცნობილია, ვინ ლიდერობს ყაზახეთის საპარლამენტო არჩევნებში

ეგზიტპოლის მონაცემებით, ყაზახეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია "ნურ ოთანი" ლიდერობს.

სოციოლოგიური კვლევითი ინსტიტუტის „საზოგადოებრივი აზრის“ პარალელური დათვლის შედეგად „ნურ ოთანმა“ ხმების 71,97% მიიღო. ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას, „აკ ჟოლს“ მხარი ამომრჩეველთა 10,18%-მა დაუჭირა. ხმათა 9,03% კი „ყაზახეთის სახალხო პარტიამ“ მიიღო. შესაბამისად, წინასწარი მონაცემების მიხედვით, ყაზახეთის პარლამენტში სამი პარტია შევა.

ყაზახეთში საპარლამენტო არჩევნები აქციების ფონზე ჩატარდა. ალმათის ცენტრალურ მოედანზე გამართული აქციის ორგანიზატორი ყაზახეთის დემოკრატიული პარტია იყო, რომელიც ცესკო-მ არ დაარეგისტრირა. პოლიციამ აქციის სულ მცირე 30 მონაწილე დააკავა.