ცოცხალია თუ არა დუბაის პრინცესა ლატიფა? - VIDEO

გაერო არაბეთის გაერთიანებული საემიროებისგან მტკიცებულებას ითხოვს, რომ დუბაის მმართველის ქალიშვილი პრინცესა ლატიფა ალ მაქტუმი ცოცხალია.

საიდუმლოდ ჩაწერილ მორიგ ვიდეომასალაში, რომელიც პრინცესას მეგობრებმა გაავრცელეს, 35 წლის ლატიფა ალ მაქტუმი მამას მის დატყვევებაში ადანაშაულებს და დახმარებას ითხოვს. ჩანაწერში პრინცესა ამბობს, რომ 2018 წელს გაქცევის მცდელობის გამო მამამისს ის ვილაში ჰყავს გამოკეტილი, სადაც ფანჯრები აჭედილია. შენობას შიგნიდან და გარედან პოლიცია იცავს. ჩანაწერში პრინცესა ამბობს, რომ მისი სიცოცხლე შესაძლოა საფრთხეშია. ვიდეო სავარაუდოდ 2019 წელს არის ჩაწერილი.