წყლის ჭავლი, დაკავებები და სამხედრო ტექნიკა - როგორი ვითარებაა ბელარუსში - PHOTO

ბელარუსის მასშტაბით საპროტესტო აქციები კვლავ გრძელდება. დემონსტრანტები 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ. მომიტინგეები  ხელახალი კენჭისყრის გამართვასა და მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალადობაში დამნაშავე სამართალდამცავების დასჯას მოითხოვენ.

მინსკის ქუჩებში სამხედრო ტექნიკაა მობილიზებული. ქალაქ პრესტში ანტისამთავრობო აქცია სამართალდამცავებმა წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს. 

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დღეს ბელარუსის სხვადასხვა ქალაქებში გამართულ საპროტესტო აქციებზე 100 ათასიდან 150 ათასამდე ადამიანი შეიკრიბა. 

ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უკვე დაკავებულია 300-მდე ადამიანი, რომლებსაც მანიფესტაციების და შეკრებების შესახებ კანონის დარღვევა ედებათ ბრალად.