წვეულება ავტობუსში მსხვერპლით დასრულდა

აშშ-ში, კალიფორნიაში, ოკლენდის ავტომაგისტრალზე სროლა მოხდა. ორმა შეიარაღებულმა პირმა ხალხით სავსე ავტობუსს ცეცხლის გაუხსნა. დაიღუპა ორი ქალი და 5 მძიმედ დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ავტობუსს დაახლოებით 70 ტყვია მოხვდა.

პოლიციის განცხადებით, ავტობუსი წვეულებებისთვის იყო განკუთვნილი და მასში დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. თავდასხმა, შესაძლოა, წინასწარ ყოფილიყო ორგანიზებული. მიმდინარეობს გამოძიება.