თუ ერთი საათით ადრე გაიღვიძებთ, დეპრესიის რისკს შეამცირებთ - კვლევა

კოლორადო ბაულდერის უნივერსიტეტის, ჰარვარდის უნივერსიტეტისა და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების ინსტიტუტის კვლევის შედეგები ამტკიცებს, რომ 1 საათით ადრე გაღვიძება ადამიანში დეპრესიის განვითარების რისკს 23%-ით ამცირებს.

800,000 ადამიანის მონაცემების შესწავლით ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ დილის ადამიანები 23%-ით ნაკლებად მიდრეკილნი იყვნენ დეპრესიისკენ დანარჩენებთან შედარებით. ასევე, დადგინდაა, რომ 1 საათით ადრე დაძინებამ და, შესაბამისად, დილით 1 საათით ადრე გაღვიძებამ, შესაძლოა, დეპრესიის რისკი 23%-ით შეამციროს. 

ხოლო თუ თქვენ მოახერხებთ, რომ ჩვეულებრივზე 2 საათით ადრე დაიძინოთ, ამან შესაძლოა, მთელი 40%-ით შეამციროს დეპრესიის განვითარების რისკი.

ასევე, სადამკვირვებლო კვლევებმა აჩვენა, რომ “ღამის ადამიანები” (ვინც გვიან იძინებს) ორჯერ უფრო ხშირად განიცდიან დეპრესიას, ვიდრე ე.წ. "ტოროლები" (ვინც ადრე იძინებს).