ტუნისში აქცია ცრემლსადენი გაზით დაშალეს

30 მარტს, ტუნისში, ქალაქ ტატავინში აქციის მონაწილეებმა მთავრობის სახლში შეჭრა სცადეს, რათა მჯდომიარე აქცია გაემართათ და მოეთხოვნათ გუბერნატორის გადადგომა. 

აქციის მონაწილეები 2017 წლის შეთანხმების პირობების შესრულებას ითხოვენ, რომლის მიხედვითაც უნდა შექმნილიყო სამუშაო ადგილები ნავთობმწარმოებელ კომპანიებში. რეგიონში უმუშევრობის დონე 30%-ს აღემატება და ეს მაჩვენებელი ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია.

თვითმხილველების განცხადებით, აქციის მონაწილეები პოლიციის მიმართულებით ქვებს ისროდნენ და ასევე საბურავებს წვავდნენ.  პოლიციამ, აქციის დაშლის მიზნით ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.