ტუნისში ავტობუსი ხევში გადაიჩეხა - დაიღუპა 22 მგზავრი

ტუნისში სამგზავრო ავტობუსი მეტალის ბარიერს შეეჯახა და ხევში გადავარდა. დაიღუპა 22 მგზავრი. 21 დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებმა მიმდებარე ქალაქის საავადმყოფოებში გადაიყვანეს. შემთხვევა ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონში მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტუნისის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ავტობუსი ადგილობრივი ტურისტული სააგენტოს ეკუთვნოდა. მას 42 მგზავრი, სარეკრეაციო ტურის ფარგლებში, აინ დრაჰამის მიმართულებით გადაჰყავდა. აინ დრაჰამი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული დანიშნულება სწორედ კლდოვანი რელიეფისა და ღრმა ხევების წყალობითაა. ის ალჟირის საზღვართან მდებარეობს.