თურქეთი 1 ივლისიდან საკარანტინო შეზღუდვებს შეამსუბუქებს

ქვეყანა კორონავირუსის გავრცელების შეკავების მიზნით დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებას აგრძელებს, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. ინფორმაციას Hurriyet daily news ავრცელებს.

მისი თქმით, 1 ივლისიდან მოიხსნება "ლოქდაუნი", რომელიც შაბათ-კვირას მოქმედებდა, ასევე სამუშაო დღეებში კომენდანტის საათი აღარ იმოქმედებს.

ამასთან, დაწესებულებები და ორგანიზაციების მუშაობის ჩვეულ რეჟიმს 1 ივლისიდან დაუბრუნდება. ივლისში მოიხსნება შეზღუდვა საქალაქთაშორისო და მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობაზე.

ამასთან, ერდოღანმა მოსახლეობას მოუწოდა, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაიტაროს.

"დღეისათვის ჩვენ ვაქცინის 43 მილიონი დოზა გვყავს შეყვანილი", - განაცხადა ერდოღანმა.