თურქეთი ავღანეთს სამედიცინო აღჭურვილობას გადასცემს

ორ ქვეყანას შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, თურქეთი ავღანეთს სამედიცინო აღჭურვილობას გადასცემს. ამის შესახებ სააგენტო Anadolu წერს.

შეთანხმებას ხელი 15 მაისს მოეწერა.

ავღანეთი თურქეთისგან ლაბორატორიებისთვის საჭირო სამედიცინო აპარატურას მიიღებს, მათ შორის ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატებს.