თურქეთი და რუსეთი ავიამიმოსვლის აღდგენაზე შეთანხმდნენ

თურქეთი და რუსეთი 15 ივლისიდან ავიამიმოსვლის აღდგენაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ სააგენტო Anadolu თურქეთის ტრანსპორტის სამინისტროზე დაყრდნობით წერს.

კორონავირუსის პანდემიის გამო საერთაშორისო ფრენები ორ ქვეყანას შორის 27 მარტს შეწყდა.