თურქეთი ევროპის ქვეყნებთან სავიზო რეჟიმს ამსუბუქებს

თურქეთსა და ევროპას შორის სავაჭრო, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების განვითარების, ასევე ტურისტული ნაკადის გაზრდის მიზნით, ანკარა ევროპის ქვეყნებთან სავიზო რეჟიმს ამსუბუქებს.

2020 წლის 2 მარტიდან ავსტრიის, ბელგიის, ნიდერლანდების, პოლონეთისა და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებს თურქეთში, წელიწადში 180 და ერთ შესვლაზე, 90 დღით დარჩენის ნება ექნებათ.