თურქეთი ყარაბაღის ბრძოლებში თავისი ავიაციის მონაწილეობას უარყოფს

ყარაბაღის ბრძოლებში თურქეთის სამხედრო თვითმფრინავებისა და უპილოტო საფრენი აპარატების მონაწილეობს შესახებ ცნობები ყალბია, - ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

"სომხეთის ოფიციალური სტრუქტურები სომხური არმიის წინააღმდეგ თურქული სამხედრო თვითმფრინავებისა და უპილოტო საფრენი აპარატების შესახებ ცრუ ცნობებს ავრცელებენ. აზერბაიჯანის არმიამ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მსოფლიოს აჩვენა, რომ გამარჯვება საკუთარი ძალებით შეუძლია", - აღნიშნულია თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.