თურქეთი საკუთარ ვაქცინას ცდის

თურქეთში 480 მოხალისეს ეძებენ, რომლებიც თურქი მეცნიერების მიერ შემუშავებული ერთ-ერთი ვაქცინის ტესტირების მეორე ფაზაში მიიღებენ მონაწილეობას. მასშტაბური კლინიკური ცდები კი, რომლებშიც მონაწილეობას 10 ათასი მოხალისე მიიღებს, 2 კვირაში დაიწყება. ინფორმაციას ამის შესახებ თურქეთის მრეწველობისა და ტექნოლოგიის სამინისტრო ავრცელებს.

დაგეგმილია, რომ მეორე ფაზის შემდეგ 15 დღის განმავლობაში დაიწყება ცდების მესამე ეტაპი. ეს იქნება კლინიკური კვლევის ძირითადი ეტაპი, რომელიც აუცილებელია ვაქცინის შემდგომი ფართო გამოყენებისათვის. მესამე ფაზის მანძილზე თურქეთის მასშტაბით ვაქცინას 10,000-ზე მეტ მოხალისე მიიღებს.