თურქეთის ოპერაციის შედეგად სირიაში შეიარაღებული დაჯგუფების 109 წევრი მოკლეს

სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში თურქეთის სამხედრო ოპერაციის შედეგად შეიარაღებული დაჯგუფების 100-ზე მეტი წევრი მოკლეს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

„ამ დროისთვის, ჩვენი ყველა დანაყოფის მონაწილეობით, ოპერაცია გრძელდება. მოკლულია 109 ტერორისტი“, - განაცხადა ერდოღანმა ანკარაში მმართველი, სამართლიანობისა და განვითარების პარტიის შეკრებაზე.