თურქეთი ცეცხლის მართვის საკუთარ სისტემას ცდის

თურქეთმა ცეცხლის მართვის საკუთარ სისტემა VOLKAN-M შეიმუშავა, რომელსაც ახლა ცდის. ინფორმაციას ამის შესახებ "ტვიტერზე" ქვეყნის თავდაცვის მრეწველობის დირექტორატის (SSB) ისმაილი დემირი წერს.

"წარმატებით განხორციელდა სროლა მოძრავი ტანკიდან უძრავი მიზნის მისამართით", - განაცხადა ისმაილ დემირმა.

ამ გზით თურქეთი იმპორტული დეტალებისა და სისტემების ადგილობრივი წარმოებით ჩანაცვლებას ცდილობს.