თურქეთის ლათინური სახელწოდება იცვლება

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ქვეყნის ლათინურ სახელს ცვლის. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას Times ავრცელებს. 

პრეზიდენტის ბრძანებით, ამიერიდან ქვეყანას Turkey-ის ნაცვლად Türkiye ერქმევა.

პრეზიდენტის განცხადების საფუძველზე, სახელმწიფოს საერთაშორისო სახელწოდების რებრენდინგის პროცესი დაიწყო. ახლა ლათინურად თურქეთს Türkiye დაერქმევა და არა Turkey, რომელიც ინგლისურად “ინდაურს” ნიშნავს.

ქვეყნის ყველა საექსპორტო პროდუქციაზე Made in Türkiye დაეწერება.