თურქეთის პრეზიდენტი აზერბაიჯანს ეწვევა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აზერბაიჯანს ეწვევა. ამის შესახებ პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

"მომავალ კვირას აზერბაიჯანში ვიზიტს გავმართავ,"- განაცხადა ერდოღანმა.

ცნობისთვის, ეს ერდოღანის პირველი ვიზიტია აზერბაიჯანში მას შემდეგ, რაც 10 ნოემბერს მიღწეული შეთანხმების თანახმად, მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებები დასრულდა.