თურქეთის პრეზიდენტი ფიზულის აეროპორტის გახსნას დაესწრება

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ფიზულის აეროპორტის გახსნას დაესწრება.

ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, იბრაჰიმ კალინმა Haber Global–თან ინტერვიუში განაცხადა.

"ფიზულის საერთაშორისო აეროპორტში მუშაობა დასასრულს უახლოვდება, იქ სატესტო ფრენები ტარდება, გახსნა მალე მოხდება. ახალი აეროპორტის გახსნაში მონაწილეობას თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მიიღებს", - განაცხადა მან.