თურქეთის პრეზიდენტი პარლამენტს ლიბიაში ჯარის შეყვანის შესახებ მოთხოვნით მიმართავს

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ ლიბიაში ჯარის შეყვანის მოთხოვნას პარლამენტში წარდგენას გეგმავს. დღეს მან დაამტიცა სამხედრო თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი, რომელიც ტრიპოლის მთავრობასთან გააფორმა. დოკუმენტის რატიფიკაცია თურქეთის პარლამენტმა უკვე მოახდინა.

"ჩვენ გვეკითხებიან: გავაგზავნით თუ არა სამხედროებს ლიბიაში? ვპასუხობთ: ჩვენ წავალთ იქ, სადაც მიგვიწვევენ. დღეს ეს შეთანხმება ამოქმედდა. უახლოეს მომავალში პარლამენტს ლიბიაში ჯარის შეყვანის შესახებ მოთხოვნით მივმართავთ. ამ მანდატით ჩვენ ლიბიისთვის მეტი მხარდაჭერა შეგვეძლება", - განაცხადა ერდოღანმა თურქეთის სამართლინობის და განვითარების პარტიის რეგიონული განყოფილებების ხელმძღვანელებთან ანკარაში გამართული შეხვედრისას.

ეს თურქეთის საკანონმდებლო ორგანოს ზამთრის სესიის პირველის საკითხი იქნება, რომელსაც პარლამენტი იანვარში განიხილავს.