თურქეთის პრეზიდენტი 26 ოქტომბერს აზერბაიჯანს ეწვევა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი 26 ოქტომბერს აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა.

ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ერდოღანის ვიზიტთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა.