თურქეთის სანაპიროზე რუსეთის დროშით მცურავი ტანკერი გემს შეეჯახა

რუსეთის დროშით მცურავი ტანკერი Glard-2 , სტამბოლთან ახლოს, კოლიოსის რაიონში შავ ზღვის სანაპიროზე თევზმჭერ გემს სახელწოდებით Dursun Ali Coskun შეეჯახა.

მეთევზეების გემი, რომელზეც 6 ადამიანი იმყოფებოდა, ჩაიძირა. მაშველებმა 3 ადამიანის გადარჩენა მოახერხეს, დანარჩენების ძებნა მიმდინარეობს.