თურქეთის საზღვრის გახსნით ევროკავშირის ტერიტორიაზე 75 ათასი მიგრანტი გადავიდა

თურქეთის მიერ სირიელი მიგრანტებისათვის საზღვრის გახსნის შემდეგ ევროკავშირის ტერიტორიაზე 75 ათასი ადამიანი გადავიდა. ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ განაცხადა.

შეგახსენებთ, სირიიდან ათასობით დევნილი, თურქეთ-საბერძნეთის საზღვართან შეიკრიბა, სადაც საბერძნეთის პოლიციასთან შეტაკება მოხდა. 

თურქეთის პრეზიდენტმა, ერდოღანმა განაცხადა, რომ ევროპამ სირიიდან დევნილებისთვის საზღვრები უნდა გახსნას.