თურქეთის თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

სომხეთი გერანბოის, ტერტერის, აღდამის და ფიზულის რაიონებში აზერბაიჯანის მშვიდობიანი მოსახლეობის საცხოვრებელი ადგილების დაბომბვას აგრძელებს, - ამის შესახებ ნათქვამია პუბლიკაციაში, რომელიც თურქეთის თავდაცვის სამინისტროს "Twitter-ზე" გამოქვეყნდა.

”სომხეთი, რომელიც ცდილობს, ომი ყარაბაღის გარეთ, სამოქალაქო ტერიტორიებზე გადაიტანოს, სამხედრო დანაშაულებებსა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს განაგრძობს”, - აღნიშნულია პუბლიკაციაში.