თურქეთის ვიცე-პრეზიდენტი კორონავირუსზე აიცრა

თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა ფუატ ოქტაიმ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა.  ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Anadolu იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, ოქტაის კორონავირუსზე ვაქცინაცია ანკარის სახელმწიფო საავადმყოფოში ჩაუტარდა.

ცნობისთვის, თურქეთში მოსახლეობის COVID-19-ზე ვაქცინაცია 14 იანვრიდან დაიწყო.