თურქეთისა და აზერბაიჯანის ავიაგამანადგურებლებმა საწვრთნელი ფრენები განახორციელეს - VIDEO

აზარბაიჯანულ-თურქული ერთობლივი საფრენი წვრთნების, "TurAz Qartalı - 2020-ს" პირველი ეტაპის ფარგლებში, თურქეთისა და აზერბაიჯანის ავიაგამანადგურებლებმა საწვრთნელი ფრენები განახორციელეს.

ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, საბრძოლო თვითმფრინავების ეკიპაჟებმა ამოცანებს წარმატებით გაართვეს თავი.