თურქეთმა ახალი საკრუიზო რაკეტა გამოსცადა

თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ქვეშ არსებული თავდაცვის  დეპარტამენტის განცხადებით, ქვეყანაში ფრთოსანი საკურიზო რაკეტა წარმატებით გამოსცადეს. ამის შესახებ განცხადებას ადმინისტრაცია Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს.

Atmaca-ს ტიპის რაკეტამ 200 კილომენტრის დისტანციაზე სამიზნეს ზუსტად დაარტყა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, რაკეტას ქვეყნის ჯარს გადასცემენ.