თურქეთმა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის შორი რადიუსის მოქმედების ახალი სისტემა გამოსცადა

თურქეთმა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის შორი რადიუსის მოქმედების ახალი სისტემა გამოსცადა.

ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მრეწველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ისმაილ დემირმა Twitter-ზე დაწერა.

"HISAR-A + სისტემის გამოყენებისათვის გადაცემის შემდეგ, ჩვენმა საშუალო რადიუსის მოქმედების საჰაერო თავდაცვის სისტემამ HISAR-O + წარმატებით გაიარა ტესტირება, დაარტყა და გაანადგურა ჩვენს ქვეყანაში ყველაზე შორეული და უმაღლესი საჰაერო ტესტ-სამიზნე", - განაცხადა მან.

კომიტეტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ASELSAN და ROKETSAN კომპანიებს, რომლებიც პროექტზე ერთად მუშაობენ.