თურქეთმა იდლიბში სირიის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო

თურქეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ სირიის იდლიბის პროვინციის თავზე სირიის სამხედრო თვითმფრინავი L-39 ჩამოაგდეს.

სირიის სახელმწიფო ტელევიზია ინფორმაციას ადასტურებს. სხვა დეტალები უცნობია.