თურქეთმა S-400-ს ტესტირება დაიწყო

თურქეთმა ქალაქ სინოპში საზენიტო სარაკეტო სისტემა S-400-ს ტესტირება დაიწყო. ამის შესახებ თურქული მედია წერს.

ვიდეო სინოპიდან, რომელზეც რაკეტის გაშვების მომენტი მოხვდა, ადგილობრივმა სამხედრო ჟურნალმა M5-მა გაავრცელა.

”S-400 სისტემების პირველი გასროლა სინოპში განხორციელდა”, - ნათქვამია ვიდეოს აღწერაში.