თურქეთმა შავ ზღვაზე გასასვლელი გადაკეტა- VIDEO

საზღვაო მიმოსვლის ერთ-ერთი მთავარი არტერია - დარდანელის სრუტე ამ დროისთვის დაკეტილია. თურქეთმა შავ ზღვაზე გასასვლელი ტყის მასშტაბური ხანძრების გამო გადაკეტა. გელიბოლუს ნახევარკუნძული ცეცხლის ალშია გახვეული. ხანძარი 300 ჰექტარზე გადაჭიმულ ტყეს უკიდია.

ცეცხლის გაძლიერებას მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი უწყობს ხელს, რომელსაც კვამლი სრუტის მიმართულებით მიაქვს.

ახლო-მახლო ტერიტორიებიდან მოსახლეობა ევაკუირებულია. ცეცხლის ჩასაქრობად ასობით მეხანძრე და მაშველი მუშაობს, თუმცა სტიქიის მართვა ამ დრომდე ვერ ხერხდება.